ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის თხზულებიდან – „ინონ”

„ჩაუარეს საროსკიპოებს, იყო ვაჭრობა ცოცხალი ხორცით და ალერსით”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვის უნახავს გაჭირვებულთა ძლიერება?”

* * *

„ფრთხილად, ნიღბებს შეჰყავხართ შეცდომაში”.

* * *

„ – მიკვირს, რომ კეთილი ხალხი კიდევ არიან ქვეყნად”.

* * *

„ცდუნებაა ჩვენი ცხოვრება და სილამაზეც ცდუნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უძლურთათვის მოჩვენებაც ნეტარებაა”.

* * *

„ – ჩვენ ზღაპრებით ხშირად გვატყუებენ”.

* * *

„ხანდახან საჭიროა თავდავიწყება”.

* * *

„ – დიახ… საჭიროა ის, რაც არის, რაც არის ყველა ზღაპარზე ძლიერია. თუ თქვენი თავის გარდაქმნა გსურთ, დაანებეთ თავი ოცნებას და სინამდვილეს თვალი გაუსწორეთ. დაანებეთ თავი ოცნებას და გადახედეთ გარემოს. მაშინ ისე ცარიელი აღარ იქნება ეგ თქვენი სამყარო. ის აივსება სხვადასხვა ფერებით. გაჰქრება ზღაპარი, იმასთან ერთად გაჰქრება თქვენი უძლურებაც. მაშინ ჩემსავით შეგძულდებათ ზღაპრები და სხვა ათასგვარი იგავები”.

* * *

„ამბობენ, წარსულთა და აქ მყოფთა შორის ხიდად სინდისი გაუდევთო”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>