ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის თხზულებებიდან…

„ – მე რომ მკითხონ, საქართველოს ბაღებად და ვენახებად გადავაქცევდი”. – (ახალი წყარო) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა ვუყოთ მერე, თუ ზოგნი შიშითა და თრთოლვით შეხვედრიან სიკვდილს, ზოგთ დინჯად გადაუვლიათ თვალი განვლილი გზისათვის, მშვიდად მოუთხოვიათ საწერ-კალამი და ქაღალდი ანდერძის საწერად, გაუციათ განკარგულება – მავანთა კუბო ასწიონ და მავანთ ოჯახს მიხედონო. და გარდაცვალება მათი ისეთივე ბუნებრივი და წყნარი ყოფილა, როგორც დაისი მწუხრთმოსვლის ჟამს”. – (თესლი კეთილი)

* * *

„ – წინაპრებს უნდა პატივი ვცეთ. მათით თელილმა ბილიკებმა ჩვენ დიდ შარაზე გაგვიყვანა, მაგრამ ახლა შუაცეცხლს როგორ დავუბრუნდებით, ჩემო ხვთისო!” – (მგზავრები)

* * *

„ – ნუ ამბობ რასაც ფიქრობ. ადამიანი განა ყველაფერს კარგსა ფიქრობს”. – (მგზავრები)

* * *

„ყველგან ოქრო მეფობს და ნადირობენ ამ ოქროზე, რითაცა გნებავთ, გნებავთ სინდისით, გნებავთ ხორცით”. – (ხავსმოდებული ნაფოტები) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – გირჩევ ერთი შეიგნო, ალექსანდრე, სხვას ნუ აჰკიდებ შენს ცოდო-ბრალს…” – (თესლი კეთილი)

* * *

„ – კარგად გახსოვდეს, თუ სოფელი არ ჩაირიცხა ქვეყნის საერთო სათვალავში, ისე არაფრად ჩაითვლება. ჰაერივით უნდა სჭირდებოდე სამშობლოს, შენი ყურძნითა და შენი ფიჭვნარით”. – (ახალი წყარო)

* * *

„ – მართლაცდა რა პატარაა, შვილო, სოფელს მოწყვეტილი ადამიანი, რა უძლური, რა უნიათოა ის”. – (თესლი კეთილი)

* * *

„ – თვითდამშვიდებას მივცემივართ. მიღწეულით ვკმაყოფილდებით. შიშით შევყურებთ თვალებში სხვას. ზევიდან ველით დავალებებს, გეგმებს, ბრძანებებს. თუ დაგვივიწყეს, გვიხარია. ჩვენით არ ვფიქრობთ, არა ვცდილობთ გამოვიყენოთ მადლი ბუნებით მოცემული, ერთი სიტყვით თავს არ ვიტკივებთ აუტკივარს. უფრო უარესი, თუ ვინმემ რამე ახალი თქვა, ცრუ მეოცნებეს შევარქმევთ და გავათახსირებთ. გულს მოვუკლავთ, აი ეს არის ჩვენი ნაკლი”. – (ახალი წყარო)

* * *

„სიყვარული ხელს უშლის სიკვდიოლს”. – (თესლი კეთილი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>