ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ამქვეყნად შეუცვლელი არავინ არის, მაგრამ სამაგიეროს მოძებნა ხშირად ძნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეა ქვეყნად: წალკოტს უდაბნო ენაცვლება და სიცოცხლეს სიკვდილი”.
* * *
„ყოველი საქმის დასაწყისს თავისი ყავლი და ტაროსი სჭირდება. ძალითა და აჩქარებით არა კეთდება რა”.
* * *
„ – მირჩევნია, ორასი ერთგული კაცი მყავდეს, ვიდრე ორგულთა ლაშქრის იმედად ვიყო”.
* * *
„მეფეს მეფობა უნდა ეტყობოდეს და გლეხკაცს – გლეხობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნაზრახი სიცოცხლე რა თავში ვიხალოთ?!”
* * *
„ – მეფე ერეკლე ერთ ომში რო კაცს წაიყვანს, მეორეში დაასვენებს ხოლმე”.
* * *
„ქვეყნად მთა და ბარი არ გასწორებულა და არც უნდა გასწორდეს”.
* * *
„ადამიანი ხარბია და გაუძღომელი”.
* * *
„ქვეყნიერებისას ვერას გაიგებ: ბატონს ხალხი არ მოსწონს და ხალხს – ბატონი”. – (ავტორი გენია.ჯი)