ამონარიდები ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – „კლოუნის თვალთახედვა”
„დუმილი კარგი იარაღია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გონების სიჩლუნგესაც აქვს საზღვარი, რომლის გადალახვა არაფრით შეიძლება”.
* * *
„სიღარიბე საშინელებაა, მაგრამ უფრო ცუდია, როცა სიღარიბე თანდათან გითრევს”.
* * *
„შორიდან მაყურებელი ადამიანი – ამქვეყნად თითოეულისათვის ყველა შორიდან მაყურებელია – სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ, ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე თავად ის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. სულერთია, ბედნიერებას შეეხება ეს თუ უბედურებას, სიყვარულს, ჭმუნვას თუ შემოქმედებით მარცხს”.
* * *
„ადამიანის სულიერ მისწრაფებებს წინ ვინ აღუდგება?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავისი ვალი ყველამ უნდა მოიხადოს”.
* * *
„მდიდრები ოდითგანვე სპეკულანტობენ ადამიანის ბუნებით და გულმოწყალებით”.
* * *
„ის, რასაც უმანკოება ჰქვია, მართლაც არსებობს”.
* * *
„ზოგჯერ მამაკაცური გულწრფელობა უფრო საჩორითოა, ვიდრე დუმილი”.
* * *
„რა ყალბია აზრი, თითქოს სიმწიფის მოწმობა მარადიული ნეტარების ერთ-ერთი საწინდარია”. – (ავტორი გენია.ჯი)