ამონარიდები ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ვაჭრობისა და გაცვლა-გამოცვლის ენა ის საერთაშორისო ენაა, რომელსაც თარჯიმანი არ უნდა, რომლითაც დაიწყო კაცობრიობამ თავისი არსებობა და რომლითაც აპირებს მის დამთავრებას”. – (ბოშები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა გქვია?
- მარატი.
- ვაი, შენს პატრონს უბედურს! რამდენი ყავხართ მამაშენს?
- ექვსი გოგო და ერთი ბიჭი.
- ვაი, მის პატრონს უბედურს!” – (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი)
* * *
„ – ომს შეურცხვა საქციელი, ძაღლო, თორემ შენისთანა ძაღლი მსხალს უნდა ჭამდეს?” – (ძაღლი)
* * *
„სიხარულით არ კვდებიან”. – (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი)
* * *
„როგორც ჩანს, დედის გული მაინც სხვაა, რაც თავისი თვალით არ უნახავს, არ სჯერა…” – (ბოშები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა წიგნს არ დაუჯერო, ბიძია, იგი წიგნი შენისთანა და ჩემისთანა ყურფიჩორა ხალხის დაწერილია”. – (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი)
* * *
„ვირის ყროყინზე გაზრდილ ჩოჩორს მუსიკის რა მოეთხოვება”. – (HELLADOS)
* * *
„ – როდის იყო ბიჭო, ჭკუათმყოფელი ძაღლი პატრონს კბენდა?” – (ძაღლი)
* * *
„ახლა ისე წავიდა წინ მედიცინა, რომ მალე შეიძლება ტვინი კი არა, კაცი გამოცვალონ მთლიანად”. – (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი)
* * *
„ – ჩემი მობრუნება აღარ შეიძლება აწი, არცაა საჭირო, ნამეტანი შევაწუხე დედამიწა, დავამძიმე. ხუმრობა ხომ არაა, სამოცდათორმეტი წლის ქალი ვარ, მარა რა ვქნა, ნენა, ვეღარ გავძეხი სიცოცხლით. ხარბია კაცის გული. მრცხვენია თქმა, თვარა კიდე ქე მინდა სიცოცხლე”. – (მე, ბებია, ილიკო და ილარიონი) – (ავტორი გენია.ჯი)