ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის პიესიდან – „სალომე და გურამი”

„თაგვს კატაზე დიდი არავინ ჰგონია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – გაფუჭდა დროება, მადლობის მაგიერ დაგვცინიან შვილები.

 - ეს იმის მაგიერია, რომ თქვენ თქვენს მამებს დასცინოდით”.

* * *

„არის ხალხი, არაფერს ცუდს არ აკეთებს და მაინც არ გსიამოვნებს”.

* * *

„ – მე მირჩევნია სხვას ვძულდე, ვიდრე ვძულდე კიდეც და ვეცოდებოდე კიდეც”.

* * *

„როგორ გვიყვარს ადამიანებს გულზე მოშვება, თავის ნუგეში და ჩვენი ცოდვების სხვა ვინმეზე გადაბრალება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ როგორმე თავისი არსებობა გაამართლოს – თვითგამართლებისთვის”.

* * *

„ – მე ყოველთვის ვარჩევ გავაკეთო რამე, ვიდრე არ გავაკეთო”.

* * *

„ოდნავ მიაშველე ხელი და ყველა საზიზღრობა უცებ პოულობს გზას”.

* * *

„ყველაფერს შეგიძლია გაექცე, გარდა ფიქრისა, რომელიც გიტევს ყოველი მხრიდან, და რაც უფრო უფიქრელად ყოფილხარ წინათ, თვით სიკვდილის წინ მით მაგრა გიქცევს თავის ბრჭყალებში”.

* * *

„ყველაფერს ჭკუა უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება