ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის პიესებიდან…

„დედა არ კვდება, დედა არ შეიძლება მოკვდეს”. – (კა და კო) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც მართალია – მართალია, ზოგს დარდი უხდება”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით)

* * *

„საერთოდ, სიკვდილი ცივია”. -(იულონი)

* * *

„ – ოჰ, რა საოცრად ნელა გადიან წუთები და როგორ უცებ მირბიან წლები”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით)

* * *

„არტისტულობა, ჩემი აზრით, არის სუფთად ჩვენი ქართული ბუნება”. – (იულონი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გიჟი დედაც – დედაა”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით)

* * *

„ – სიკვდილზე მეტი დარდი?.. გესმით, რა უნდა იყოს, კაცო?! მაგაზე მეტი რაღა უნდა იდარდოს კაცმა…” – (იულონი)

* * *

„ – ეჰ, ზოგს რა ბედი აქვს! ფული აქვთ და იცვამენ. ახლა ხო იცი, ყველაფერი ჩაცმაა”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით)

* * *

„წყნარ ხალხს ხშირად უყვარს ხოლმე მოგზაურობა და განსაკუთრებით უცხო საზოგადოებაში, სადაც ოფიციალურად ლაპარაკობენ და ინაზღაურებენ თავის სიმორცხვეს უშუალო დამოკიდებულების დროს”. – (იულონი)

* * *

„ჭკუა სასწავლია”. – (იულონი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება