ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „მითრიდატე”
„სიყვარულში ახალგაზრდანი, განურჩევლად, თანასწორნი არიან, და მეტიც, ყველანი „მეფენი და დედოფალნი” გახლავან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთებმა მანძილი რომ გააჩინეს, ადამიანებს ბედნიერება შეუზღუდეს!”
* * *
„ნუთუ ყოველი ადამიანური ორლესულია!”
* * *
„არ არის საშველი თუ არ ებრძოლა და არ აჯობა თავის ბედისწერას ადამიანმა!”
* * *
„ავი კვალი იკვლევს კვალსა და სიკეთის კვალს რაღა თვალი დაუდგება!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აგრე გახლავთ, კეთილო სტუმარო, მთელი ქვეყანა უფლისციხეა! და თუ კარგად სჭვრეტთ – ყველაფერი სასწაულია!”
* * *
„ – ჩვენმა ბრძენმა ბედან-კოლხმა ბრძანა, „სიტყვა ღმერთიაო, მან ყველაზე უფრო დიდი მხეცი ადამიანად აქციაო!”
* * *
„ – არ ვიცი, ღმერთები ურთიერთ შორის როგორ მეტყველებენ, ვფიქრობ, მათ ენაზე კავკასია – ღმერთების შობის ადგილს უნდა ნიშნავდეს!”
* * *
„ქვეყანას მგზავრი და ნეტარი არ დაელევა!”
* * *
„აქვს კი რაიმე ფასი და ღირსეულობა საფასს, როდესაც ყველაფერი წარმავალია!” – (ავტორი გენია.ჯი)