ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „მითრიდატე”
„ადამიანია არა ის, რომელიც ადამიანად ჩნდება, არამედ ის, ვინც სიკვდილამდე ადამიანად რჩება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბოლოს და ბოლოს მთელი ქვეყანა დიდი სამხვერპლოა და ჩვენ, ყველანი, ცოტად თუ ბევრად, ვართ განწირულებიცა და შეწირულებიც!”
* * *
„სიბრძნის ძირი უსათუოდ სიკეთე უნდა იყოს!”
* * *
„ომი უკუღმა მშვიდობაა!”
* * *
„ – უდიდესი ამბავია, რომ ჩვენ ჩვენი დამწერლობა გვაქვს! ამას მერმე უფრო და უფრო დავაფასებთ. იგია ჩვენი ენის ადგილის დედა! ჩვენ ვიცით, მრავალთა ენებს ქვეყანაზე მხოლოდ დედინაცვლები ჰყავთ! და ქართულ ნაწერს რომ ვუმზერ, ქართლის კალთის კარგად მოვლილი, ახლადგასხლული და აკონილი ვენახი მიდგას თვალწინ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უძლურ ადამიანებს უფრო მეტი სიბრძნე მართებთ, ვიდრე ყოვლისშემძლე ღმერთებს!”
* * *
„ღმერთები იმ ენაზე მეტყველებენ, რა ენაზეც მეტყველებენ ამ ღმერთების მოიმედე ადამიანები!”
* * *
„გამარჯვებას უფრო ადვილად იჯერებს კაცი, ვიდრე დამარცხებას!”
* * *
„ომის დროს ომზე უფრო დიდი საქმე ვაჟკაცისათვის აღარ არსებობს!”
* * *
„წარღვნას რაღა დამატება სჭირდება!” – (ავტორი გენია.ჯი)