ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„სხვისი ნათქვამის გამეორება უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი აზრის გამოთქმა. დამოუკიდებელი აზროვნება ასი ათასიდან ერთ კაცს შეუძლია. დანარჩენი კი ბრმად იმეორებს ვიღაცის ნააზრევს. ეს იმიტომ, რომ განსჯის უნარს მოკლებულია. ჰგონია, თვალი მიხილიაო, მაგრამ ვერაფერს ხედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი ერთხელ იბადება და ღირსეულად უნდა მოკვდეს. ისე მოკვდეს, რომ ხალხმა შეიგრძნოს დიდი დანაკლისი”.
* * *
„ – თუ იცი, ყველაზე უმეტესად რა სჭირდება საქართველოს?
- ვიცი, მეფეო. მშვიდობიანი ცხოვრება ეჭირვება”.
* * *
„ – მარტოოდენ ხმლის ქნევა შორს ვერ წაგვიყვანს. ცოდნა სიბრძნისა ამოღებული ფარიც არის და შემართული ხმალიც”.
* * *
„რჯული და ერი, ანუ სარწმუნოება და წინაპარი, – აი მცნებანი, რასაც კაცთაგან არ ეღალატება! ღმერთო იხსენი ადამის ჩამომავალი ამ ცოდვათაგან! შთაჰბერე ძალა და მხნეობა, რათა ყოველგვარ ჭირს გაუძლოს და აზრი არ იცვალოს!.. აზრი არ იცვალოს!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სადაც სიმამაცეა, სიმრავლე უძლურია”.
* * *
„ვაი, რომ ზოგჯერ ხალხსაც არას ჰკითხავენ”.
* * *
„ხმლის ქნევა უფრო ბევრს ემარჯვება, ვიდრე გონიერი შრომა და საქვეყნო შენება”.
* * *
„ყველას ერთი ბედი არა აქვს. ზოგისთვის ბამბა ჩხრიალებს და ზოგისთვის – კაკალიც არაო”.
* * *
„ – პოლიტიკა, ჩემო ძმაო, სიჩუმე და სიტყვიერი თანხმობაა. სინამდვილეში კი აკეთებ იმას, რაც შენ გესურვება”. – (ავტორი გენია.ჯი)