ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობებიდან…

„კურდღლების ჯოგი რომ დააფრთხო, მგლად არავინ შეგრაცხავს”. – (ჯიხვი და მონადირე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ტყუილს ამ ბოლო დროს დედის მუცლიდან იწყებენ!” – (არვეს ხიზანი)

* * *

„ – ამისთვისაა ყვავილები და მცენარეები, ამისთვისაა სილამაზე და მშვენიერება. უგუნებო გუნებაზე მოგიყვანოს, დაღლილი – დაგასვენოს, უსიყვარულოს – შეგაყვაროს…” – (მებაღე)

* * *

„რა ვუყოთ, ყველაფერი შეემთხვევა ადამიანს, ერთი წუთით ან დაასწრებს ან გადაუცილდება”. – (ავი ინჟინერი)

* * *

„ – ხომ იცით, ყველას არ უმართლებს”. – (დიდი გზა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგჯერ ადამიანი ერთს, ორს, სამსა და ოთხს რომ გააკეთებს, საკუთარ ძალაში და შესაძლებლობლებში დარწმუნდება, ზოგჯერ იმასაც კი მოინდომებს, რისი შემძლეც არაა”. – (მდინარე ნამდინარევში)

* * *

„ყოყლოჩინობა, მოგეხსენებათ, პატივმოყვარეთა ხვედრია”. – (მსხვერპლი)

* * *

„ნუთუ ოცნება იმიტომაა შეუცვლელი, რომ მარად მიუწვდომელი რჩება?” – (არვეს ხიზანი)

* * *

„შემთხვევაა ყველაფერი”. – (დიდი გზა)

* * *

„ერთი კარგი ქვეყანას ვერ უშველის, ერთი ცუდი კი წაახდენსო”. – (მდინარე ნამდინარევში) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება