ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „იყო ერთი ქალი”
„პატივნაცემი კაცის თვალში დანაშაული ნახევრდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბიძია, კაცის ცნობა უნდა იცოდე, თვარა, კაპიკია ფასი”.
* * *
„ – ჰო, ალბათ, ადამიანის თვალები არ იცვლება”.
* * *
„რამდენი შემთხვევაა, ერთმანეთი უყვარდათ, ეს ამბავი ქვეყანამ იცოდა, მერე სხვა უთხოვიათ, სხვას გაჰყოლიან, მაგრამ მეგობრებად დარჩენილან…”
* * *
„კაცი სულ ვერ მოითმენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რას მერჩით, დამიბრუნეთ მე ჩემი ქვეყანა, რომელიც წამართვით. წამართვით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ოდა-სახლი დაფეხვილი იყო და თავზე მაწვიმდა და მათოვდა. წამართვით იმიტომ, რომ მამა სადღაც კარპატებში ჩაკლეს და უპერანგოდ დავრჩი; რომ დედაჩემი – ნამღვდვლევის შვილი, უსაქმური, მეზობლებში გადამდგარი ქალია და ერთადერთი ბლუზის დამკერებელი და გამრეცხი არავინ მყავდა; რომ გზააბნეული, მუნჯი, უენო ვიყავი და მიყვარდა სიცოცხლე”.
* * *
„გაწყობილ სუფრაზე ყველა კარგი კაცია”.
* * *
„ – მუსიკა ყველაფერს იტევს, ყველას თავისი სიხარული უხარია, თუ მუსიკა საზეიმოა; ცრემლიანია და – ყველას თავისი სატკივარი სტკივა. კაცმა არ იცის, რა აწუხებდა ავტორს, როცა ამ მელოდიას წერდა. ყველა თავის მარტოობას, უიმედობას წუხს… თუმცა ლექსიც ასეა. კაცმა რომ თქვას, სიტყვაც ასეა”.
* * *
„კაცი კაცისას მეტს გაიგებს…”
* * *
„ტანჯვაა წუთისოფელი”. – (ავტორი გენია.ჯი)