ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„ჰოი, რამდენი შეცდომა ემართება კაცს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბედურება ის არის, ვერ გაიგებ, ვინ მოყვარეა და ვინ – დუშმანი. გველი გარედან არის ჭრელი და ადამიანი – შიგნიდანო”.
* * *
„ – შურით თუ ვინმე დედას შეგაგინებს, ეგ დალოცვაა, დაბრიყვებით არ უნდა შეაგინებინო არვის”.
* * *
„ცარიელ ქვეყანაში გინდ მეფე უწოდონ და გინდ – იმპერატორი”.
* * *
„ – ძმათა შორის შურს ნურასოდეს ნუ გააღვიძებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არა, ღმერთი არა რევებულა ქართველი კაცის გაჩენაში”.
* * *
„ბნელში ნუ დგეხარ, ნათელში გამოდი!”
* * *
„ერისთვის დანაკლისია თითოეული კაცი…”
* * *
„უფროს ძმას ზოგჯერ უმცროსი აღვიძებს. თუ არ იღვიძებს, ხელით შენჯღრევასაც არ უნდა დაერიდო”.
* * *
„ – ესრეა, შვილო, კაცისთვის ყველაზე დიდი განძი გონიერებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)