ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „ცეცხლთან თამაში”
„ – შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს მერცხლების მოფრენა, მე მგონია, ამაზე უკეთესი რამ არ ხდება ბუნებაში. ვინ იცის, იქნებ იმიტომ მიყვარს ასე, რომ მერცხალი ბეღურა არაა. მას ყველა უყვარს, ის ყველა ქვეყნის შვილია, მას არ ეშინია შორს გაფრენისა. მე ჩვენში არ მინახავს მკვდარი მერცხალი, მე მგონია, არც შენ გეყოლება ნანახი. ვფიქრობ, მერცხლები გადაფრენის დროს იღუპებიან, ჰაერში ფრთაგაშლილი. მე არასოდეს მიფიქრია სიკვდილზე, მაგრამ თუ ოდესმე ვიფიქრებ, აი, ასეთი სიკვდილი კიდევ ჰო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი, ყველა რაღაცით ცხოვრობს”.
* * *
„ოცნება იმიტომაა კარგი, რომ ოცნებაა, თორემ მართლა ბროლის კოშკში რა აცხოვრებს ადამიანს”.
* * *
„ყველა წიგნი მანამდეა მიმზიდველი, სანამ ყველაფერი დამთავრდებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ყველაფერს შენი თვალით ხედავ, სხვაა”.
* * *
„ამბობენ, ღმერთი და ეშმაკი ძმები იყვნენო”.