ამონარიდები ფრესის სკოტ ფიცჯერალდის რომანიდან – „დიდი გეტსბი”

„ცივილიზაციისაგან მალე ნამსხვრევები შეგვრჩება ხელში”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – იქნებ მოძველებული აზრები მაწუხებს, მაგრამ არაფრით მეპიტნავება ქალების ასეთი თავაშვებულება! რას არ კადრულობენ ჩვენს დროში, წინდაუხედავად ეტორღიალებიან პირველივე შემხვედრს. არადა, რამდენი არამზადაა ქუჩაში”.

* * *

„ – მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს თავი პატიოსანი ჰგონია, – ამაში არც მე გახლავართ გამონაკლისი, – და შემიძლია ღიად განვაცხადო, მე ერთ-ერთი იმ პატიოსან ადამიანთაგანი ვარ, ვინც ასე იშვიათად შემხვედრია ცხოვრებაში”.

* * *

„ადამიანთა შორის იმდენად დიდი განსხვავება არ არის ინტელექტუალურ თუ რასობრივ სფეროში, რამდენადაც ჯანმრთელსა და სნეულს შორისაა”.

* * *

„უფლის თვალს რა გამოეპარება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პათოლოგიური გონების კაცს უჩვეულო უნარი აქვს, იოლად აღმოაჩინოს მსგავსი თვისება წესიერ ადამიანში და მყისვე ჩააფრინდეს”.

* * *

„ყველაფერი მოსალოდნელია”.

კომენტარის დატოვება