ამონარიდები ენტონი ბერჯესის რომანიდან – „მექანიკური ფორთოხალი”
„მეგობრობის დავიწყება, მტრობისაგან განსხვავებით, არაფრით არ შეიძლება…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თვრამეტი არც ისე ცოტაა. თვრამეტისას ამადეუსს კონცერტებიც ჰქონდა დაწერილი, სიმფონიებიც შეთხზული, ოპერებიცა და ორატორიებიც! მენდელსონს კიდე – „ზაფხულის ღამის სიზმრის” უვერტიურა. მერე კიდე ის ვიღაც ფრანგი იყო, ვის ლექსებზე მერე ბენჯი ბრიტენმა გააწყო მუსიკა – თხუთმეტისას დაუწერია მთელი ის ლექსები თურმე. რა ერქვა? არტური… ჰო, ეგრეა – არტურ რემბო. ასე რომ, თვრამეტი წლისა უკვე აღარც ისეთი პატარა ხარ”.
* * *
„ – ფული დასახევად არ გამოუგონიათ, შვილო… თუ არა გჭირდება, სხვას მაინც მიეცი”.
* * *
„არ შეიძლება უყვირო საკუთარ მშობელს”.
* * *
„ყოველგვარი სასჯელი ჩადენილი ბოროტების საზღაური უნდა იყოს მხოლოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ამ უკანონო ქვეყანაში ერთმანეთს თუ დავეხმარებით, თორემ სხვა რისი იმედი უნდა გქონდეს ადამიანს”.
* * *
„იცით, ხანდახან გულის მოოხებაც საჭიროა”.
* * *
„ – ამდენი განათლებაც არ ვარგა, თავს აგატკივებს”.
* * *
„ხანდახან უმცროსების ინიციატივასაც დაფასება უნდა”.
* * *
„რაც არ გინდოდეს, ღმერთმა ნუ მოგცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)