ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”
„მეფეთა უგუნურებას ხალხს ნუ დავაბრალებთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რამდენი კაცი ვიცი, გველზე შხამიანია და მაინცა ცოცხლობს”.
* * *
„უგუნური მეფენი გაცილებით მეტნი არიან ქვეყნად, ვიდრე – გონიერნი. გონიერნი თითზე ჩამოსათვლელნი არიან, უგუნურთა სახელებს კი ნუსხაც ვერ დაიტევს. ეგ იმიტომ, რომ თვით ადამის ძეთა შორის გონიერი ცოტაა”.
* * *
„კაცს რომ კაცის მტრობა გულს ჩაუძვრება, ჭიასავით ღრნის. ან უნდა მოსპო, ანდა როგორმე შემოირიგო”.
* * *
„ – თუ ერის შვილი ხარ, ერთან უნდა იყო ჭირშიც და ლხინშიც… თუმცა არიან გარემოებანი, რომელთაც შეუძლიათ ერს მოსწყვიტონ დიდად მოსიყვარულე შვილიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბებერი და გადამღრძვალი თუნდ მეფე ყოფილა და თუნდ – მხვნელ-მთესველი”.
* * *
„კეთილი ღვინო სუფრის მშვენებაა”.
* * *
„უგუნურ მეფეს გონიერი ხალხი სჯის”.
* * *
„ – ღმერთო, რა ყოფილა კაცის სიცოცხლე?”
* * *
„საქართველო მარად იცოცხლებს, რამეთუ მისი სული მზესავით უკვდავია”. – (ავტორი გენია.ჯი)