ამონარიდები მიხეილ მრევლიშვილის თხზულებიდან – „ინონ”
„მოგეხსენებათ, ყოველი ნატვრის შესრულებას ზედნადები ხარჯები აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უცოდველი არასოდეს არ ყოფილხართ.
- ყველა რომ თავის ცოდვებსა ხედავდეს ისე, როგორც ვხედავდი მე, უბედურება იქნებოდა”. – (ინონ)
* * *
„ – მე რომა მკითხონ, ისევ ჯოჯოხეთს ავირჩევდი. იქ არავინ არ გეკითხება – ვინა და რად, იმ შავეთში სუყველაფერი ნათელია”. – (ინონ)
* * *
„ – მე სინდისს ვყიდი, თქვენ – წინაპართა ნაანდერძევ ადგილ-მამულებს. ჩვენს შორის არის განსხვავებაც. მე ჩემსას ვყიდი, თქვენ – ერისას”. – (ინონ)
* * *
„დანაშაულის გამართლება კეთილშობილი ქარაგმებით ორმაგად უნდა დაისაჯოს”. – (ინონ)
* * *
„ჭეშმარიტად ხელსაყრელი ქადაგებაა, არარაობამ სიძულვილი დაიძმობილოს, ორივემ ერთად ავაზაკის დაუნდობლობა, ვინ იქნება მათი მჯობნელი ქვეყანაზე? რას გახდება მათთან ბრძოლაში სიკეთე და პატიოსნება, სიყვარული მოყვასისადმი, სინდისის ქენჯნა და ცოდვების აღიარება. მიეცი ძალა ამ ავაზაკს და მსოფლიოს სათამაშო ბურთად გაიხდის. ნება რომ მისცე ამ ოინბაზს, სინდისს ჩასვამდა გალიაში. რწმენას ციხეში დაალპობდა. სიტყვას მოსპობდა, აზრს მოკლავდა, მქადაგებელთ დაამუნჯებდა და ივლიდა ამ მზისგულზე უდარდელად”. – (ინონ) – (ავტორი გენია.ჯი)