ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „დემეტრე მეორე”
„ – ერთი ანდაზა მახსოვს, „კაცმა ასწავლა გველს კბენაო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თვითონ ღვთის მეტი ღვთისა ნებით არვინ ჯვარცმულა უთვალავ კაცთა სიკვდილისგან გამოსასყიდად”.
* * *
„ავიშოროთ ცოცხლად სიკვდილი”.
* * *
„კეთილს ფესვი აქვს ღმერთთან”.
* * *
„ – დიდ მეფსალმუნე მეფემ დავით, შენმა წინაპარმა შეევედრა ღმერთს, ნუ ჩააგდებს მას კაცის ხელში და სხვა ყოველ გასაჭირს გადაიტანს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სააქაოში საიქიოს იმედით ვწვალობთ”.
* * *
„გული აკლია სიტყვას ჭრელს და ბევრ ცრემლს – მარილი”.
* * *
„ – მე ღვთის სახლებში ვქადაგებდი და ვუხსნიდი ერს, რომ მიწაზეა ფესვი ცაში უკვდავებისა”.
* * *
„საიდუმლოა განგების გზები!”
* * *
„რამდენად გრძელი სასჯელი გვაქვს ღვთისგან მისჯილი, იმდენად გვმართებს მოთმინებით ხვედრს შევებრძოლოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)