ამონარიდები რომან მიმინოშვილის წიგნიდან – „ჰომეროსის სამყარო”
„არაფერია სამშობლოზე უფრო ძვირფასი წუთისოფელში, თუნდაც უმისოდ უზრუნველი ცხოვრება გქონდეს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი რას მოატანს ღმერთს თვალს, უკეთუ თვით არ ინება უკვდავმა!”
* * *
„ღმერთს თუ კაცის ხსნა უნდა, მისთვის არ არსებობს დრო და მანძილი”.
* * *
„მენტონური ტონი აბეზარ, გამაღიზიანებელ, დიდაქტიკურ ტონს მოასწავებს, როცა ჭკუას ის არიგებს, ვისაც ზოგჯერ ჭკუა სულაც არ მოეკითხება”.
* * *
„ზევსმა გაიხსენა ეგისთე, რომელიც აგამემნონის ძემ ორესტემ მოკლა და ასე მიმართა ღმერთებს:
- საოცარი ზნე სჭირთ ადამიანებს, ყველა განსაცდელს, უბედურებას ჩვენ მოგვაწერენ ხოლმე, თუმცა ღმერთები კი არა, თვითონ არიან დამნაშავენი”.
* * *
„ჭაბუკის ჭკუა უთავგზოა და უმწიფარი”.
* * *
„წყენა კაცს აბრმავებს. ულმობელს ნაზი ტერფები აქვს, მიწას არც კი ეხება, მოკვდავთა თავებს გადაივლის და ისე სწყლავს”.
* * *
„უცხო მხარეთა მარბიელ მეკობრეებს, შინ რომ მშვიდობით ბრუნდებიან, შურისგების შიში მაინც თან დაჰყვებათ”.
* * *
„ღმერთებმა ბედშავ მოკვდავებს დარდი დაგვითმეს”.
* * *
„არაფერი ყოფილა უმადურ ადამიანზე უარესი”. – (ავტორი გენია.ჯი)