ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”
„ძნელია, როცა დიდხანს ელოდები რაღაცას, როცა მუდამ ელოდები რაღაცას, თუნდაც ეს რაღაც ბედნიერების მომტანი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფესვები საწყისისა, ფესვები იმისა, რაც იყო, რაც ოდესღაც მოხდა, იმდენად ღრმად არის გამჯდარი დღევანდელობაში, რომ ჩვენ ყოველთვის ვეკუთვნით წარსულს. გამოძახილი წარსულისა, მისი ნიშანი და ჩვენი სწრაფვა, ჩვენი უხილავი კავშირი მომავლისადმი მთლიანად განაპირობებს ჩვენს დღევანდელ ყოფას”.
* * *
„გლეხს შრომა ახალისებს და ავიწყებს ბევრ რამეს”.
* * *
„დიახ, მართლაც ძნელია არსებობა თუ არა გაქვს ბუდე, თუ არა გაქვს მიზანი”.
* * *
„როცა ქეიფობ, ხომ უნდა გექეიფებოდეს? ძალიან შეზღუდული, ეგოისტი და ბრიყვი უნდა იყო კაცი, რომ სულ გექეიფებოდეს ამ ცხოვრებაში, თორემ თავის დროზე ქეიფს რა სჯობს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით ხდება”.
* * *
„ხალხი ყოველთვის თავისებურად განმარტავს ყველაფერს. ამას არც უნდა მიაქციოთ ყურადღება”.
* * *
„რაკი ოჯახს მოეკიდე, უპატრონო უნდა კიდეც”.
* * *
„სილამაზე საფუძველია სიყვარულის, უსიყვარულოდ კი არ არსებობს ცხოვრება, განსაკუთრებით ქალისათვის, რადგან კაცებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ქალ-ვაჟის სიყვარულზე უფრო ძლიერი ვნებებიც არსებობენ. ქალისათვის ფასი არა აქვს უსიყვარულოდ სიცოცხლეს. უაზრობაა ცხოვრება, თუ არა ხარ სიცოცხლის შემოქმედი. თუმცა სიცოცხლე სხვაა და ცხოვრება სხვა. ცხოვრება იგივე სიცოცხლეა, ოღონდ უფრო მაღალ საფეხურზე ასული, რომელიც არსებობის სურვილის გარდა, გაცილებით მეტ ვნებებს შეიცავს, ზოგჯერ ისეთ ვნებებსაც, რომლებიც თავის ბუნებით, როცა საქმე საქმეზე მიდგება, სიცოცხლის წინააღმდეგნიც არიან”.
* * *
„ყოველგვარ მდგომარეობას აქვს ბოლო. მოგეხსენებათ, კარგს ცუდი ცვლის, ცუდს კარგი. ერთი და იგივე არასოდეს არ გრძელდება დაუსრულებლივ”. – (ავტორი გენია.ჯი)