ამონარიდები ოთარ ჩხეიძის მონოგრაფიიდან – „ვასილ ბარნოვი”
„სინამდვილეს თვალის გასწორება უნდა, ეს უკვე აუცილებლობა არის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საცოდავი სიკეთე, რამდენი სიავე ჩაუდენიათ იმისი სახელით!..”
* * *
„ვისაც სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიან, განა იცის იმან თუ რა არის სიცოცხლე?!”
* * *
„მცირეთაგან გატანილი სიტყვა უფრო სჭრის ხოლმე, მითუმეტეს, თუ გამტანმა გაზვიადება იცის”.
* * *
„განდიდება სხვა გახლავთ, თაყვანება სხვაი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასაფლაოზე ყუჩდება მიწიერი ვნებანი და ყველა ყველას ყველაფერს მიუტევებს ხოლმე. იქ გრძნობა თრთის, სიშმაგე სცხრება, ჰქრება აღთქმანი სასუფევლისა და ამქვეყნიური სიკეთის წყურვილი იღვიძებს ყველას გულში, – სასაფლაოზე, როცა პირველი მუჭი ეყრება კუბოს, თუ ქარიცა ჰქრის და ფოთლები მიაქვს, გაცრეცილი ფოთლები. არის კრთომა წუთიერი, ნდომა წუთიერი არა ამქვეყნიური გარინდებისა, სიმშვიდისა, მიტევებისა”.
* * *
„ბედს ვერავინ აუხირდება”.
* * *
„ერთი თუ შეიპყრო სული სისხლმა, ერთი თუ დათვრა, მერე ვეღარა გამოაფხიზლებს; თუ მოევლინება სიფხიზლის წუთები, შეშფოთდება და შეძრწუნდება”.
* * *
„ბევრია მტერი გარეული თუ შინაური, ბევრია ავსული, ბევრი ბოროტებაა ამ ქვეყნად, ბევრია რისხვა კაცთა თავს დატეხილი, ზოგი მისაკვლევი, ზოგი მიუკვლეველი, ზოგი მიწიერი, ზოგი ზეციერი”.
* * *
„სადაც რწმენაა, იქ მცირე ნიშიცა კმარა სულთაძვრისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)