ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ – რაც მთავარია, ადამიანად არ გადაგვარდეო, – მეგობრულად ეტყოდა ხოლმე მგელს პატრონი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ჩვენგანი ყოფილა მითქმამოთქმის მსხვერპლი”.
* * *
„მგელი თავს ინუგეშებს ყმუილით, ცხვარი – მატყლით, ტყე – ფრინველთა ჟღურტულით, ქალი – სიყვარულით, ხოლო ფილოსოფოსს სხვისი სწავლა-დარიგების წარმოთქმა სიამოვნებს”.
* * *
„ღიმილში რამდენიმედ თანხმობის საწყისებია, მაშინ, როდესაც სიცილი ხშირად უარს გამოხატავს დათანხმებაზე”.
* * *
„არსებობს უბედურებათა თავისებური იერარქია: მეფეებისათვის, რომლებიც ხალხს აუბედურებენ, არსებობს ომი. ომს – შავი ჭირი მოსდევს, შავ ჭირს – შიმშილობა, ხოლო ყველა უბედურებათა მიზეზი, – ადამიანთა სირეგვენეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ბუნებისაგან შექმნილს ხან აუმჯობესებს, ხან აფუჭებს”.
* * *
„ყოველთვის როდი ცდილობენ თავიდან მოიშორონ ის, რაც სძულთ და ეზიზღებათ”.
* * *
„ძალიან ნაადრევ განცდებსა თუ გამოცდილებას შეუძლია აღძრას ბავშვის სულის იდუმალ ხვეულებში სასწორის მსგავსი რამ, საშინელი სასწორისა, რომელზედაც ბავშვის უმწეო სული ასწონ-დასწონის ხოლმე ღვთის თუ კაცის ნამოქმედარს”.
* * *
„ყოველ ისტორიულ ეპოქაში, კაცობრიობის თვალუწვდენელ ოკეანეში, შეიძლება შევნიშნოთ ცალკეული მიმდინარეობანი, რომლებიც მავნე ადამიანთაგან ჩნდებიან და ირგვლივ შხამს ავრცელებენ”.
* * *
„მოხეტიალე ადამიანი მოხეტიალე ნადირზე უარესიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)