ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„იმრუშონ და იმამაძაღლონ დიდკაცებმა, მაგას აიტანს ერის ზნეობა, მთავარია, გლეხის სინდის-ნამუსის საფუძველი არ შეირყეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შვილო, ნიკოლო, განა რა არის უფულო და უსახსრო ადამიანი? იგი მუდმივი სათამაშოა ძლიერთა ამა ქვეყნისათა”.
* * *
„რას არ მოიგონებს უსაქმო კაცი”.
* * *
„დიდხანს იდგა ანდრია ფიქრს ჩაყოლილი. რაც რომ საქართველოს მიწა და ცა დაჰკარგვოდა, ყველგან ფულის გასაოცარ ძალას და ძალადობას შეიგრძნობდა ადამიანთა ყოველნაირ ურთიერთობაში. ფული და სული ყველგან ერთ სხეულად ჩაკირულიყო და ადამიანიც ესღა იყო – განუყოფელი ფულსულოვანი, თუ სულფულოვანი”.
* * *
„რა დუხჭირიც უნდა იყოს ცხოვრება, სიცოცხლე მაინც აღემატება არყოფნას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ პატარა ქვეყანაზე როგორ ეტევა ამდენი საოცარი ამბავი?!”
* * *
„მეფეც კაცია, ჩვეულებრივი”.
* * *
„ – ყველაზე დიდი სახელი მაინც შთამომავლის გაზრდაა, ზოსიმე ჩემო, შთამომავლობას ძუკნა ძაღლიც კი დაყრის ხოლმე საჩიხის ბოლოში, ეგ არა მაქვს მხედველობაში, საქმეთა შენთა გამგრძელებელს და ლარის გამტანს ვგულისხმობ, გესმის?”
* * *
„მსგავსი მსგავსს ეძებს”.
* * *
„ – გახსოვდეს, ანდრია, ჩვენი ქვეყნის შველა წიგნია”. – (ავტორი გენია.ჯი)