ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”

„სანამ ყოველი ქვეყნის ხალხი საკუთარ მიჯნებში არ დამაგრებულა, საშველი არ დაადგება კაცთ ბედნიერებას”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დალოცვილი ღმერთი, ზოგს ყოველს სიკეთეს მიამადლის ერთბაშად, ზოგსა კიდე…”

* * *

„ – სამეფო ტახტი ისეთი თილისმაა, იმის ხელში ჩასაგდებად ძმა ძმას არ ინდობს და მამა შვილს”.

* * *

„ – განა არ იცი მეფეთა გულმავიწყობა. იქნებ გულმავიწყობაც არ ეთქმის ამას. იცი, როგორ არის, ფიქრები რომ შემოგესევიან და აღარ იცი, რომელი ერთი გამოარჩიო მათში, ისეა ხოლმე. უმრავლეს საზრუნავთა გროვაში ჩაფლულ მეფეს ავიწყდება ხოლმე ზოგი რამ, კაცია ისიც”.

* * *

„ჩვენებურ კაცს რომ თავდავიწყებით არ უყვარდეს თავისი კუთხე, რა დაუდგებოდა ათასკერძ მოსეულსა და მომხდურ დუშმანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როცა ადამიანი სწავლას იწყებს, უმჯობესია უკეთესი მასწავლებელი ეძიოს”.

* * *

„ – ცოდვილია სამყარო ჩვენი, ძმაო ანდრიავ, ფრიად ცოდვილი და ასე ვფიქრობ, შორს არ არის განკითხვის ჟამი”.

* * *

„როდის ეწამლება ადამიანს სული? სად არის ის მიჯნა, კეთილშობილებას რომ ტოვებს კაცი და ბოროტი ხდება. რა აიძულებს ამის ჩადენას?”

* * *

„ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა, სულერთია, ვისი ნებართვითაც უნდა მოხდეს, მაინც მკვლელობაა”.

* * *

„ადამიანი თავისუფალი შექმნა მაღალმა ღმერთმა, მისი განგებით ებოძა ყოველ მათგანს თავისი ენა და ქვეყანა. მიუხედავად ამისა, ურჯულონი და ზოგიერთი ქრისტიანი უხამსად სცოდავენ, ძალმომრეობით მიიტაცებენ სხვათა ქვეყნებსა და დოვლათს. ზოგიც, კეთილმოსურნის სამოსელში გახვეული, მზაკვრობით იმონებს თანამოძმეს, ძირს ყოველი დამპყრობი, ურჯულო და ძმად მიჩნეული მოძალადე!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>