ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„კანონმა მორიდება არ იცის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შიშზე გამარჯვება ძალას გვიკრებს ხოლმე”.
* * *
„დასასრულის აუცილებლობა, სწრაფი გადასვლა არსებობიდან არარსებობაში, წრთობის ქურის პირდაღებული შესასვლელი, ყოველწამს მოსალოდნელი უფსკრულში გადავარდნა – ასეთია ადამიანის არსებობა”.
* * *
„ღარიბს არასოდეს არა აქვს შესაძლებლობა მართლმსაჯულების შეცდომისაგან თავი დაიცვას”.
* * *
„ყოველ საქმეში უმთავრესია დასაწყისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საფლავს კრძალვა უნდა გააჩნდეს”.
* * *
„დედამიწა ადამიანის ნეშტით საზრდოობს”.
* * *
„ყვავების ჩხავილი შიშსა ჰგვრის ადამიანს. ღმუილი, სტვენა, ბღავილი – ესენი სიცოცხლის ხმებია. ყრანტალ-ჩხავილი კი – ლპობისადმი სიხარულით შეგებებაა. მასში ადამიანს ეჩვენება სამარის აფორიაქებული ხმა. ყრანტალ-ჩხავილი ღამის წყვდიადის ხმაა”.
* * *
„ბავშვობაში ნახულის მოგონება ყველა განცდაზე ზემოთ ამოტივტივდება და თავს იჩენს ხოლმე”.
* * *
„თავშესაფარზე იმედი ადამიანს რამდენიმედ განგებისადმი რწმენას უნერგავს. თუ გწამს, რომ თავშესაფარი ჩვენთვის ყოველთვის მოიძებნება, ეს იმას ნიშნავს, რომ გვწამს ღმერთი”. - (ავტორი გენია.ჯი)