ამონარიდები ვილჰელმ ჰაუფის რომანიდან – „ლიხტენშტაინი”

„ქვეყნად ბევრი რამ უნდა გქონდეთ გაკეთებული, რომ თავი აიღოთ და სხვას მაღლიდან დახედოთ!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მაგარი საწოლიც რბილია იმისათვის, ვისაც სუფთა სინდისი აქვს”.

* * *

„ – განა არ გაგიგონიათ, რომ ადამიანს შეუძლია ჯავრით იცინოს და ტკივილისაგან იმღეროს?”

* * *

„ყველაფერი აკრძალული უფრო იზიდავს ადამიანს”.

* * *

„ასაკი ადინჯებს ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მე შემიძლია ავიტანო სიმკაცრეცა და სისასტიკეც, თუ სამართლიანია და ჩემს თავმოყვარეობას არ შელახავს. მაგრამ გულცივი დაცინვა, მასხრობა ჩემი ოჯახისა თუ გვარის უბედურებაზე ერთბაშად მძვინვარე მგლად მაქცევს ხოლმე”.

* * *

„ფიცი მსუბუქი სიტყვაა, მაგრამ ის ხომ იმავე დროს მძიმე შემბოჭავი ბორკილიცაა ადამიანისათვის”.

* * *

„ჭეშმარიტად, ბუნებით კეთილშობილი ადამიანისათვის რა უნდა იყოს იმაზე უფრო შემაწუხებელი, ვიდრე თავი უმადურად მიაჩნდეს იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც პატივი დასდეს და დააფასეს?”

* * *

„ბევრი მამაცი ადამიანი გაუცია მთვარეს”.

* * *

„ახალგაზრდებს ერთი სენი სჭირთ: თავიანთ თავს იმაზე მეტ პატივს ანიჭებენ, ვიდრე სინამდვილეში აქვთ თავიანთი მდგომარეობით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება