ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”

„ – სადა ჰყავს, ისედაც სისხლისგან დაცლილ, ჩვენს სამშობლოს სხვა ქვეყნებში დასაფანტი ადამიანები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თითო სისუსტე ყველა მოკვდავისთვის დაუწესებია უფალს”.

* * *

„ბედისწერაა კაცის წაღმა-უკუღმა მატარებელი. ერთი იჭერს, მეორე ხახამშრალი რჩება, მესამეს აზრადაც არ მოსდის სათევზაოდ წასვლა”.

* * *

„ – პური ხორცის საზრდოა უპირველესად და მისი მოპოვება სულის წაწყმენდის ხარჯზე ცოდვაა, შვილო!”

* * *

„ – შეიძლება სხვათა ტკივილმა დაგავიწყოს თმენას აღმატებული ტკივილი საკუთარი ტკივილისა?

- შეიძლება, თუ იგი სხვა, მშობელია შენი, დაი ან ძმაა შენი, შვილია შენი, რამეთუ სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მაცხოვარი და მამა ჩვენი უფალი ქრისტე ეროვნებათა მიხედვით არ განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს”.

* * *

„ – ძველნი რომაელნი ამბობდნენ, შვილო ჩემო, თუ გინდა ნაკლი აღმოუჩინო ქალაქსა შენსა, უცხო სტუმარს დაათვალიერებინეო იგი. ამ სიბრძნის მთქმელს ისიც არ დავიწყებია, სტუმარი გულწრფელი უნდა იყოსო”.

* * *

„ყველა ქვეყანაში უპირველესი პატივი იმ ენას მიეგება, რომელ ენაზეც იმ ქვეყნის ხალხი მეტყველებს”.

* * *

„ – ო, ეს ქართული სიფიცხე, ნუთუ არ გამოიცვალეთ!”

* * *

„ადამიანმა უწინარეს მშობლიური მიწის ყივილს უნდა მიუგდოს ყური”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>