ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„როცა კაცს სახლი ეწვება, იმის შეკითხვებით კი არ უნდა შეაწუხოთ, როგორ და რა ვითარებაში გაუჩნდა ხანძარი შენობას, არამედ, სხვა რამ ჭურჭელი თუ არა გაქვთ, პეშვით მაინც მიასხათ წყალი ხანძარს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკვდავება ღვთის ხვედრია”.
* * *
„ესა ვართ კაცნი, ბევრიც რომ ვეცადოთ, ვერ შევძლებთ, სურვილთა ასრულებას”.
* * *
„არა არს კაცი იმაზე უბედური, სამშობლო ქვეყნის წინაშე თავის მართლება რომ სჭირდება”.
* * *
„საოცრებაა ადამიანი, საზრუნავი რომ გაუჩნდება, ცხოვრების სიხარულსაც მაშინ გრძნობს აღმატებულად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ენა ხალხისაა, შვილო”.
* * *
„ძაღლის ხვედრი ყეფაა, ღვთით დაკანონებული!”
* * *
„ქვეყნისა და ერის სიდიადე მის უკეთეს შვილთა გონიერებიდან იღებს სათავეს”.
* * *
„ – მე არ მინახავს ისეთი ვინმე, ვისაც უარი უთქვამს და გაუყიდია თავისი რწმენა, რომ მას დაუყონებლივ არ მიეღო საკადრისი საზღაური სამართლიანი მსაჯულისაგან – მაღალი ღმერთისაგან”.
* * *
„დიდებული გრძნობაა კმაყოფილება”. – (ავტორი გენია.ჯი)