ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ყოველივე, რაც კი ცხოვრებაში დიდებულია, ბავშვთა დიდებულებას ვერ შეედრება. ყველა უფსკრულზე უღრმესი ეს არის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პირი ადამიანს მარტო იმისათვის როდი აქვს, რომ ჭამოს, არამედ იმისთვისაც, რომ ილაპარაკოს”.
* * *
„ – ხალხი ღირსი არ არის, რომ მათში განათლება შეჰქონდეთ, ვინაიდან ხალხი – ეს არის ორივე სქესის უგუნურთა თავმოყრა. ხალხი უწესრიგო თავმოყრაა სხვადასხვა ასაკის. სხვადასხვა ზნეობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პირთა ბრბოა, რომელიც ყველა დროის ბრძენ ადამიანებს აშკარად სძულდა, მისი მძვინვარება და დამთხვეულობა სამართლიანად ეზიზღებათ ბრძენთა შორის ყველაზე უფრო თავშეკავებულთაც კი”.
* * *
„ჩვენ რომ მთლად სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, რომ იძულებული გავხდეთ ჩვენივე სურვილით ვათრიოთ ეს სულიერი არსებობა, რომ ჩვენ არ ვისარგებლოთ ისეთი შესანიშნავი შემთხვევით, როგორიცაა უცებ თავის ჩამოხრჩობა პირველი შემთხვევისთანავე ხელსატაც კასოზე, ამიტომ ბუნება დროდადრო ისე თვალთმაქცობს, თითქოს იგი არ უგულებელყოფდეს ადამიანზე ზრუნვას”.
* * *
„კეთილად მოწყობილ სახელმწიფოში წესრიგი აუცილებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი ამბები ხდება ხოლმე ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს მეტისმეტად სჭირდება რამე საჩქაროდ”.
* * *
„ცოხნა” და „ცხოველი” ერთნაირი ძირის მქონე სიტყვებია”.
* * *
„სიკეთის ვიწრო ზოლს ბოროტების უშველებელი სუდარა აქვს გარს მოვლებული”.
* * *
„უბიწოება სათნოებაზე მაღლა დგას. უბიწოება უცოდველთა წმინდა ნაყოფია”.
* * *
„ნამდვილი სიქველე – კეთილგონიერებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)