ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„მეხუთე მცნება გვარიგებს, – არა კაც ჰკლა! ჩვენ დიდებულად შევისმინეთ რა ეს მოძღვრება, თუ ჯოხითა და ხმლით ვერ ვახერხებთ მოძმის მოკვდინებას, ენით ვაკეთებთ ამას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, ნეტამც ქებისათვის გახსნილიყოს მარადჟამ ბაგენი ჩვენი, მაგრამ ვეჭვობ, ასე იყოს ეს”.
* * *
„მტერი ისა სჯობს, რომლის ნაბიჯები ადვილად დაითვლება”.
* * *
„ – ასეა ჩვენშიც, ჩემო მეგობარო. საერთაშორისო სენია ეს. როცა გაუჭირდებათ, აუცილებლად მეგობარს მოგინახავენ საშუაკაცოდ”.
* * *
„გარჯა ღვთით დაწესებულია კაცთათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ორგვარია მონანიება. გულმართალი და ცრუ. უკანასკნელი დედაა ახალ შეცოდებათა”.
* * *
„ – ჩვენთა ზემდგომთა ურჩევნიათ, დროის ერთგულნი იყვნენ და არა ხალხისა”.
* * *
„სიცოცხლეში მადლით მოსილი ადამიანები მიცვალების შემდეგაც სიკეთეს თესავენ ცოცხალთა შორის”.
* * *
„როდესაც სასულიერო წოდება დანაშაულს სჩადის, ორგზის დანაშაულია ეს. ქრისტეს წმიდათა წმიდა სახელს ამოფარებული ავაზაკი ათგზის ავაზაკია”.
* * *
„ – ჩემი დარიგებაც გახსოვდეს, ის, ვინც შარბათს სვამს, შხამიც ახლო უნდა ჰქონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)