ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”

„ – ყველაფერს რომ ბედი დავარქვათ და ბედით ავხსნათ, მაშინ ყოველგვარი ბოროტების გამართლება შეიძლება ქვეყანაზე. ბედიაო იტყვი და, რასაც გინდა გააკეთებ. ასე როგორ შეიძლება?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ფიქრი მოდის მაშინ, როდესაც მას უნდა, და არა მაშინ, როდესაც თქვენ გინდათ”.

* * *

„პროფესია რა შუაშია, თუ კაცი კაცად არ ვარგა?”

* * *

„არ შეიძლება გული არ გეტკინოს, როცა სიჭაბუკე მარცხდება”.

* * *

„აუცილებელია სხეულის მოთხოვნათა დათრგუნვა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როგორ შეიძლება რამეს მიაღწიო სწრაფვის გარეშე?”

* * *

„სიკვდილი შეგრძნება არ არის, ეს შეგრძნების გაქრობაა. ეს არის განთავისუფლება ყოველგვარი შეგრძნებებისა და განცდებისაგან. ასეთია მედიცინის და ფილოსოფიის აზრი”.

* * *

„ – არ არის საჭირო, რომ ყალბი, დაუფიქრებელი ოპტიმიზმით ვტყუვდებოდე და დავარწმუნო საკუთარი თავი იმაში, თითქოს ყველაფერი შემიძლია, რადგან ადამიანი ვარ და ჩემს შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი”.

* * *

„არსებობა შრომის გარეშე შეუძლებელია”.

* * *

„ყოველ მდგომარეობას აქვს ბოლო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება