ამონარიდები ვილჰელმ ჰაუფის რომანიდან – „ლიხტენშტაინი”

„ – ვიცი, უმადურობაა სიკეთის გასამრჯელო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შევისწავლე, რომ ადამიანმა სხვათა შეხედულებას პატივი უნდა სცეს და არ უნდა დაგმოს არავინ იმისათვის, რომ სხვა აზრისაა, ოღონდ იყოს სპეტაკი და პატიოსანი”.

* * *

„ადამიანის სულიერი სიდიადე ყველა მიწიერ სამკაულზე მეტად დასაფასებელია”.

* * *

„ადამიანის ზრახვები ხშირად უფრო ღრმად არის საძიებელი, ვიდრე პირველი შეხედვით გეჩვენება ხოლმე”.

* * *

„ერთგულება ის სიტყვაა, რაც დაკოდილ გულებს მალამოდ ხვდება, როგორც გრილი სასმელი უდაბნოში მოწყურებულ კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ბრძოლის ველზე მიდის, მას წუთისოფელთან ყველა ანგარიში გასწორებული უნდა ჰქონდეს”.

* * *

„ – ო, ფიქრიც კი საზარელია და ზოგჯერ მეტისმეტად ძნელი ასატანიც ერთი ადამიანისათვის”.

* * *

„ქვეყნად ყველაფერია მოსალოდნელი!”

* * *

„ – საერთოდ არ მიყვარს, ადამიანი რომ ფერს იცვლის”.

* * *

„ძნელია განკიცხული კაცის ხვედრი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება