ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”
„თუკი ადამიანი თავისი ღვაწლით სუფრის თავში იმსახურებს ჯდომას, რატომ უნდა დავსვათ იგი უჩინო ადგილას?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გახსოვდეთ, ძაღლმა ყეფასთან ერთად კბენაც იცის”.
* * *
„მეგობართაგან დაფარული საიდუმლო ნურც გაგვჩენოდეს”.
* * *
„ადამიანთა ცხოვრებაში არის წუთები, როცა ის ვერ ერევა თავის თავს!”
* * *
„როცა სამშობლოს განსაცდელი უახლოვდება, სისულელეა საპირადო საქმეთა გამო ვაი და ვიში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიფიცხე მტერია გონივრულობისა”.
* * *
„როგორი უგუნურობაა სასულიერო პირის ჩარევა პოლიტიკურ საქმეებში”.
* * *
„მოძმისა და მოყვასის სიყვარულს ისლამი ისევე ქადაგებს, ვითარცა ქრისტიანობა”.
* * *
„მინდობილისადმი ღალატი ორგზის ღალატია”.
* * *
„ – თუ ანთიმოზ ივერიელის საქციელით განვსჯით მის ერს, მართლაც რომ დიდი სიყვარულის ღირსი ყოფილან ივერიელნი”. – (ავტორი გენია.ჯი)