ამონარიდები დავით ასკურავას რომანიდან – „კვალი მანათობელი”

„კაცნი იმდაგვარად ვართ შექმნილნი, არა ვუწყით დროისა და მდგომარეობის მიხედვით, როგორ მოვიქცევით, მეგობრად დავურჩებით მოყვასს თუ მტრად. მამაზეციერმა არა სრულქმნა მისი შექმნილი. ამიტომ მეგობარიც მტრად გვექცევა ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიცოცხლე ღვთით ნაბოძები ისეთი წმინდა და ფაქიზი საგანძურია, შეუფერებელია ღალატისა და ლაჩრობის ტვირთით მისი დამძიმება”.

* * *

„უბედურია ის, ვინც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის იღწვის”.

* * *

„სიკეთე სიკეთედ არ ჩაითვლება, თუ კეთილ საქმეს ადამიანი არ მოიმოქმედებს მუდამ”.

* * *

„არა სანდო ოქროთი მოსყიდული კაცის ცნობა და ერთგულება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რის მაქნისია წიგნი, თუ გონივრულად არ მოვიხმართ იმ სიბრძნეს, რაც შიგ წერია”.

* * *

„კაცს მიზეზი და თავის გასამართლებელი არ დაელევა”.

* * *

„იაფი სახელმოხვეჭა ყველაზე მეტად ამცირებს ადამიანის ღირსებას”.

* * *

„ადამიანს მხოლოდ საკუთარი სინდისი და ღმერთი განსჯის შეუცდომლად”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება