ამონარიდები ვილჰელმ ჰაუფის რომანიდან – „ლიხტენშტაინი”
„როგორ იოლად ვცდებით ხოლმე ადამიანების ცნობაში!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა კატები სხვაგან არიან, სუფრაზე თაგვები ცეკვავენ”.
* * *
„ვიდრე ეს ქვეყანა ჩვენს გულებშია, ჯერ არაფერი დაკარგულა”.
* * *
„მამაკაცს ზედმეტი ცნობისმოყვარეობა არ ეკადრება”.
* * *
„შუღლსა და მტრობას ერთი ბოლო აქვთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხს ურჩევნია საკუთარი გამგებელი ჩაგრავდეს, ვიდრე გადამთიელი მოძალადე”.
* * *
„კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს დედამიწაზე”.
* * *
„ – შენ არ იცნობ ადამიანებს. ნურავის ენდობი, საკუთარი თავის გარდა”.
* * *
„კატისათვის სულერთია, სად გადაუსვამენ ხელს”.
* * *
„ვიდრე ორგულობას არ გაკიცხავს, კაცმა ერთგულება არასოდეს არ უნდა შეაქოს”. – (ავტორი გენია.ჯი)