ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„რამდენ სიმართლეს შეიცავენ ზღაპრები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მდიდრად იყო, საზოგადოების დაბალ ფენებში იმას ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ღარიბად არ იყო. ტანსაცმელი დახეულ-დაცვეთილი არ გეცვას, კუჭის სიცარიელე არა გტანჯავდეს და არც უშეშობა გაწუხებდეს. საჭმელ-სასმელი ნებისად გაგაჩნდეს. გქონდეს ყოველივე აუცილებელი. ამასთან შესაძლებლობაც, რომ მათხოვარს ორიოდე გროში მიაწოდო”.
* * *
„იცხოვრო სხვა ადამიანში – საშიშია”.
* * *
„ხეტიალი ზრდას ნიშნავს”.
* * *
„ქალს ისეთი არაფერი არ უნდა უთხრა, რაც მისთვის ძნელი გასაგებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა”.
* * *
„შეძლებული კლასის ადამიანებმა, ეგრეთწოდებული მაღალი წრის ადამიანებმა გამოიგონეს კომედიანტისათვის განსაკუთრებული ფორმა საზოგადოებიდან გარიდება-განშორებისა. ეს არის აპლოდისმენტი”.
* * *
„ამ ჩვენს დალოცვილ დედამიწაზე ყოველივე წარმატება დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა საჭირო ხდება”.
* * *
„იმაზე უფრო სასიამოვნო არაფერია, რომ საყვარელ არსებას მფარველობდე, მისცე ყველაფერი აუცილებელი იმას, ვინც ვარსკვლავებამდე გამაღლებს”.
* * *
„დაფალი ფასები დაბალ კლასებს იზიდავს”. – (ავტორი გენია.ჯი)