ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ადამიანის სახეზე აღბეჭდილია მისი სინდისი და მთელი მისი ცხოვრება: იგი ჯამია მრავალი საიდუმლოთი ზემოქმედებისა, რომელთაგან თითოეული თავის კვალს ტოვებს მასზე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ ეჩრები სხვის საქმეში, რომ შენი საქმეები არ გამოქექონ”.
* * *
„ბრძენი ადამიანის თვისებაა ადვილად არ დარწმუნდეს”.
* * *
„ – რა საუცხოო ცხოველია ძაღლი! ენა უოფლიანდება და კუდი უღიმის”.
* * *
„ – ყველა თავისებურადა სწავლობს. ლაკტანციუსი შეკითხვებით მიმართავდა ვერგილიუსის ბრინჯაოს თავს და ის თავიც მას პასუხს აძლევდა. სილვესტრ მეორე ფრინველებს ესაუბრებოდა. განა ფრინველებს ლაპარაკი შეეძლოთ? ან პაპმა ჭიკჭიკი იცოდა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გულახდილად ვაღიარებ, რომ ღმერთი მწამს მაშინაც კი, როდესაც თვითონ ღმერთი სცდება”.
* * *
„ – დუმილი, აი ასეთია სიბრძნის წესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დუმილი უფალ ღმერთს დაუწესებია ყველა საუკუნო ტანჯვაში განწირულთათვის”.
* * *
„ქვეყნიერება ყოველთვის ისეთივე იქნება, როგორიც არის”.
* * *
„სიყვარული ყველაფერში რაიმეს იდეალურს პოულობს”.
* * *
„ყველაზე და ყველაფერზე პატრონობაა დაწესებული”. – (ავტორი გენია.ჯი)