მიგელ დე სერვანტეს საავედრა – „ეპიზოდი”

ლეგენდარული ჰომეროსის მსგავსად, რომლის მშობლიურ ქალაქადაც თავს ძველი საბერძნეთის შვიდი ქალაქი (სმირნა, როდოსი, კოლოფონი, სალამინი, ხიოსი, არგოსი და ათენი) აცხადებდა, გენიალური ესპანელი ლიტერატორის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას დაბადების ადგილსაც შვიდი ესპანური ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს – მადრიდი, სევილია, ტოლედო, ესკივიასი, ალკასარ დე სენხუანი, კონსუერგა და ალკალა დე ენარესი. (ავტორი გენია.ჯი) ლეპანტოს სახელოვან ბრძოლაში დაჭრილი „დონ კიხოტის” უმამაცესი ავტორი, ვინაც ძალიან ამაყობდა ამ ბრძოლაში მონაწილეობით, მარცხენა ხელის დაკარგვას არ სწუხდა. ის კი არადა, პირიქით, საქებურადაც მიაჩნდა თავისი ხეიბრობა. „დავკარგე მარცხენა ხელი, სამაგიეროდ მარჯვენა უნდა ვასახელოო!” – კარგი გაგებით იქადნებოდა საავედრა. იქადნებოდა და ღირსეულად აღასრულა კიდეც წლების გასვლის შემდეგ თავისი დანაქადნები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>