ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”

„ბოროტმოქმედების ჩადენა და მერე ამით დატრაბახება – ამისგან შედგება მთელი ისტორია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატიოსნება ჯოჯოხეთშიც არსებობს”.

* * *

„ – აჰა, თქვენა გგონიათ, რომ მხოლოდ უწესო დიაცები არიან უსირცხვილონი? არც სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახასიათებს მაინცა და მაინც მორცხვობა”.

* * *

„ცარიელი კუჭი ადამიანს ცუდ გუნებაზე აყენებს”.

* * *

„ხიფათის დროს კაცი პანიკას არ უნდა მიეცეს. შიშს პირდაპირ უნდა შეხედოს თვალებში. ეს ყოველი ადამიანის მოვალეობაა, თუ მშიშარა არ არის იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გონებაზე ხანდახან თავდასხმაც ხდება; სულს თავისი ვანდალები გააჩნია, ცუდი ფიქრები, რომელთა შემოსევა ანადგურებს ჩვენს სიქველეს”.

* * *

„სიკვდილი მარადისობისაგან მონიჭებული თავისუფლებაა”.

* * *

„ადამიანთა მართლმსაჯულება ბნელია”.

* * *

„ქალთაგან უმრავლესობას საიდუმლოების დაცვა არ ეხერხება”.

* * *

„სიამაყე ყოველი გმირისათვის აქილევსის ქუსლია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება