ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ჩვენ ყველანი ცოტათი დამთხვეულები ვართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედისწერას ხელის წახმარებაც სჭირდება”.
* * *
„ადამიანი რომ თავის გაბედულ მოქმედებებზე ალაპარაკდება, ამით უფრო აკნინებს მას”.
* * *
„დედაკაცი თიხაა, რომელიც მოწყურებულია ტალახად იქცეს”.
* * *
„სიმდაბლე მშვენიერ ელფერს აძლევს სიდიადეს. ისე ერთმანეთისადმი არაფერია შეხამებული, როგორც ეს ორი უკიდურესობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქაოსი ყველაფრის დასაწყისია და დასასრული. რა არის ქაოსი? უსაზღვრო სისაძაგლე და ამ სისაძაგლიდან შექმნა ღმერთმა სინათლე”.
* * *
„იმაზე სასიამოვნო რაღა იქნება, სულელები გააკვირვო!”
* * *
„პატივმოყვარეობა ის საშინელი ძალაა, რომელიც ჩვენს შინაგან არსებაში მოქმედებს, მაგრამ ისევე ჩვენსავე საწინააღმდეგოდ”.
* * *
„ – გაიგე, გიულპენ, ოცნება იგივე შემოქმედებაა. სურვილი იგივე მოწოდება და ძახილია”.
* * *
„ადამიანის ღუზა სინდისია. თუმცა ეს მეტად საშინელია, მაგრამ ღუზაც ხომ შეიძლება მოსწყდეს ხომალდს”. – (ავტორი გენია.ჯი)