ამონარიდები იუსტაინ გორდერის რომანიდან – „ბანქოს საიდუმლო”
„რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო უძნელდება საკუთარი თავის პოვნა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა აზროვნება არ ძალგიძს, მაშინ არც ლაპარაკი ღირს მაინცდამაინც”.
* * *
„როცა ადამიანებს „ზებუნებრივი” იტაცებთ, ეს დიდი სიბრმავით დაავადების სიმპტომია. ისინი ხომ ვერ ხედავენ ყველაზე დიდ საიდუმლოს: იმას, რომ ქვეყნიერება არსებობს. უფრო მეტად აინტერესებთ მარსელები და მფრინავი თეფშები, ვიდრე ჩვენ თვალწინ გადაშლილი მთელი ეს საოცარი და საგონებელში ჩამგდები ქვეყნიერება”.
* * *
„საშინლად ძნელია საქმის დაჭერა ყველანაირ კითხვასთან!”
* * *
„ჩვენი ცხოვრება უნიკალური თავგადასავლის ნაწილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უცნაურია, რომ ადამიანები ასეთი ჭკვიანები ვართ ამდენ საკითხში, ვიკვლევთ კოსმოსსაც და ატომსაც, და მაინც არ გაგვაჩნია უკეთესი ცოდნა იმისა, თუ ჩვენ თვითონ რანი ვართ”.
* * *
„ისტორია ერთ გრძელ და ჯადოსნურ ამბავს ჰგავს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისტორია არ ტყუის”.
* * *
„…ზის ღმერთი ცაში და იცინის, რადგან ადამიანებს მისი არსებობისა არ სჯერათ…”
* * *
„ადამიანები აგროვებენ იმ შემთხვევებს, როცა ორი მოვლენა ერთდროულად ხდება. როცა, ვთქვათ, უკიდურესად საჭირო მომენტში ფულს პოულობენ, სჯერათ, რომ ეს რაღაც „ზებუნებრივის” წყალობით ხდება. მათ ეს მაშინაც კი სწამთ, როცა გამუდმებით უფულოდ არიან”.
* * *
„ყოველთვის უფრო იოლი იყო კითხვის დასმა, ვიდრე პასუხის გაცემა”. – (ავტორი გენია.ჯი)