ამონარიდები იუსტაინ გორდერის რომანიდან – „ფორთოხლის გოგონა”

„ერთმანეთის წარსულს ვერ დავისაკუთრებთ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრების მხიარული თამაში ადგილს აღარ უტოვებს ხსოვნას ან ჩაფიქრებას”.

* * *

„უცილობლად მძიმე რამ არის უმამოდ გაზრდა”.

* * *

„სავსებით ნორმალურია გოგონებისა და ბიჭებისთვის ერთმანეთის უჩუმარი თვალთვალი. დარწმუნებული ვარ, ასე ხდებოდა ადამ და ევადან მოყოლებული”.

* * *

„არსებობს ერთადერთი ცხოვრება და ერთადერთი სინამდვილე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი ჩვენივე სიბრიყვეა”.

* * *

„პოლიტიკოსები და ბავშვები იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივეს გამუდმებით აყრიან შეკითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემა ყოველთვის არცთუ ისე იოლია”.

* * *

„საშინელებაა მთელი ცხოვრება უბედურად ყოფნა საკუთარი გარეგნობის მიზეზით”.

* * *

„სიცილი ერთ-ერთი ყველაზე გადამდები რამ არის”.

* * *

„ჩვენ ამ მიწას ვეკუთვნით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება