ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„რომ იცოდეთ, რა ხდება თქვენს გვერდით, ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ გაბედავდა ემხიარულა და ელხინა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი კაცის სილამაზე მის გვარიშვილობაშია”.
* * *
„გარეგნულად ბევრი რამ უცვლელად გვეჩვენება, ხოლო სინამდვილეში ყველაფერი იცვლება”.
* * *
„არსებითად მყარი ქვეყნად არაფერი არ არის”.
* * *
„ყოველ ლამაზმანს, აწ უკვე დაყვავილებულ-დამჭკნარს არ სურს სარკეში იცნოს თავისი სახის ანარეკლი. სარკეც მიეჩვია, რომ ყველაფერში მას სდებენ ბრალს, მაგრამ იგი სიმართლეს არ ღალატობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც ჟონგლიორისთვის უცქერია, მას ადამიანის ბედი დაუნახავს თვალით: მსგავსად იმისა, როგორც ჟონგლიორი ისვრის ბურთებს ზევით, ქვევით, ყველა მხარეზე, – ასე ადამიანებიც ბედის ტრიალის სათამაშო ბურთად ხდებიან”.
* * *
„მოვლენებს თავიანთი წონა აქვთ და მათზე სრულიად გამოსაყენებელია სისწრაფეთა კვადრატის კანონი. რაკი მოვლენები ხალხს უეცრად დაატყდება თავს, მაშინვე წარმოუდგენელი სისწრაფით იწვევენ ყველანაირ მითქმა-მოთქმას”.
* * *
„ისტორია იგივე ღამეა. მასში უკანა ფონი არ ჩანს. ყველაფერი რაც ავანსცენაზე არა ჩანს, დაუყონებლივ ქრება თვალთახედვიდან და წყვდიადში ინთქმება. როდესაც დეკორაციები სცენიდან გატანილია, მათ უკვე ივიწყებენ. წარსულს აქვს სინონიმი – ამოუცნობი”.
* * *
„ბუნების კანონებისადმი მეტად ხანგრძლივი დაუმორჩილებლობა, ისე როგორც ბედისადმი წინააღმდეგობა, ადამიანს არ ძალუძს”.
* * *
„ – რა წარმოშობს ყოველგვარ პრივილეგიებს? შემთხვევა. მაგრამ ეს პრივილეგიები რაღას წარმოშობენ? მათსავე ბოროტად გამოყენებას”. – (ავტორი გენია.ჯი)