ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„არსებობს ავბედითი სიტყვა – გამოფხიზლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლაზღანდარობა ყველას შეუძლია, მაგრამ ლაპარაკი არა”.
* * *
„არც ერთი სატანჯი თუ საწამებელი არ შეედრება თავისი სისასტიკით ქირდვას”.
* * *
„ღრმა ფიქრებში წასულმა შეიძლება დაივიწყოს ყველაფერი და ბოლოს თითქმის სხვა პლანეტაზე აღმოჩნდეს”.
* * *
„გახელებულ სიცილს რომ აჰყვეთ, იმას ნიშნავს, ტალღებმა თავის ნებაზე გასრიალონ. ხალხის თავყრილობა, შეუკავებელი სიცილით ატაცებული, ხომალდს მოგაგონებთ, რომელსაც კომპასი დაუკარგავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბედურებას კაცმა არ უნდა დასცინოს”.
* * *
„ბედისწერას არაერთხელ დაუტეხია ადამიანისთვის თავსმეხი”.
* * *
„ახსნა-განმარტება ზედმეტი არასდროს არ არის”.
* * *
„ადამიანის სულში ხანდახან გრიგალი ბობოქრობს და მისთვის ცა და დედამიწა, ზღვა და ხმელეთი, დღე და ღამე, სიკვდილი და სიცოცხლე, ამოუცნობ ქაოსად შედედდებიან”.
* * *
„ორთა ბრძოლა შეიძლება მხოლოდ თანასწორთა შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)