ამონარიდები ჯეინ ოსტინის რომანიდან – „სიამაყე და ცრურწმენა”
„საერთოდ ქალები მიწამდე ეშვებიან და უკადრის ხერხებს იყენებენ მამაკაცთა გულის მოსაგებად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ხასიათში დევს მიდრეკილება, რაღაც დემონურისა და ეშმაკეულისკენ და თუ ეს ბუნებრივი ნაკლია, მაშინ საუკეთესო განათლებაც ვერ უშველის”.
* * *
„ – მე ასეთი ქალი არ შემხვედრია. არავინ ვიცი, ვისაც ყველაფერი ჰქონდეს ერთად: ნიჭიც, გემოვნებაც, გარეგნობაც, დახვეწილობაც…”
* * *
„მეგობრის რჩევას რომ კაცი დაუყონებლივ მიიღებს, ის კაცია საქები და არა მისი მეგობარი”.
* * *
„განა რა სახარბიელოა აჩქარება, თუ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავმდაბლობა ყალბი მოჩვენებითობაა და ზოგჯერ არაპირდაპირი ბაქიაობაც…”
* * *
„სიძლიერე თვითონ კვებავს თავს”.
* * *
„სოფელსაც და ქალაქსაც თავისი უპირატესობა აქვს”.
* * *
„ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან და ყველა მათგანში ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ”.
* * *
„რთული პიროვნების შესწავლას თავისი უპირატესობა აქვს. საინტერესოა”. – (ავტორი გენია.ჯი)