ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„ცხოვრება ის გრძელი ჯაჭვია, რომელსაც აკლდებიან ჩვენთვის საყვარელი არსებანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი, რომელიც განადგურებულია და გონდაკარგული მთელი რიგი კატასტროფებისაგან, გამცემლობის მსგავს შემთხვევებისაგან, აღარ ენდობა თვით სიხარულსაც კი, მას ეშინია თავისი ავბედითი ხვედრის თანამოზიარე არ გახადოს ისინი, ვინც უყვარს. მას თავი გადამდები უბედურების ბუდედ წარმოუდგენია და თვით ბედნიერებასაც კი ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდება”.
* * *
„ხანდახან სიტყვა, კვნესა და ქვითინი ერთ განუყრელ მთლიანს შეადგენენ; მათში შედუღებულია და ერთდროულად გამოიხატება აღტაცებაც და მწუხარებაც. მათ თითქოს არავითარი აზრი არა აქვთ და ამავე დროს ყველაფერზე მეტყველებენ”.
* * *
„ერთადერთი, რაც ჩვენ, ცოცხლებს გვაქვს, ეს გულია. ხოლო როდესაც სიცოცხლე დასრულდება, მაშინ სულიღა რჩება ადამიანისგან”.
* * *
„არის ხოლმე ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც ყველაზე მეტად გამჭრიახი ჭკუა ვერ შეედრება ერთგული პირუტყვის ყნოსვასა და ალღოს. პირუტყვს თითქოს ცხადად ხილვის უნარი აქვს.
ზოგიერთ შემთხვევაში ძაღლი თავის პატრონს უკან მისდევს. ზოგი ძაღლი წინ მიუძღვის და მაშინ ადამიანის გონებას პირუტყვის ალღო ხელმძღვანელობს. ნადირის ზუსტი ალღო შეუმცდარად ერკვევა იქ, სადაც ჩვენ წყვდიადში ვიბნევით. პირუტყვს ბუნდოვანი მოთხოვნილება უჩნდება გახდეს ჩვენი მეგზური. იქნებ მან იცის, რომ ჩვენ ხიფათი მოგველის მცდარი ნაბიჯის გადადგმით და საჭიროა დაგვეხმაროს, თავიდან ავიცილოთ ეს საშიშროება. თუმცა იქნებ არ იცის, მაგრამ იქნებ იცის კიდევაც. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცამ იცის ეს მის მაგიერ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მოხდება ხოლმე, როდესაც გადამწყვეტ წუთებში დახმარებას გვიწევს დაბალი არსება, სინამდვილეში ეს დახმარება ჩვენ მაღლიდან გვევლინება. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოგვევლინება ღვთაება. განგების ნების გამომხატველად ხან ნადირი ხან პირუტყვი გვევლინება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძერა ქვასავით ჩამოვარდება ხოლმე. მოუჭერს ბრჭყალებს ტოროლას… ასეთია ბედისწერაც”.
* * *
„ის, რაც აქ ქრება, იქ ხელახლა ენთება”.
* * *
„ვინც გასჯაშია, იგი შედარებასაც ახდენს”.
* * *
„როგორც ადამიანს, ისე საგანს, ისე არაფერი დააბერებს, როგორც უქმად ყოფნა”.
* * *
„მოაშორეთ ციდან ვასკვლავები და რაღა დარჩება?” – (ავტორი გენია.ჯი)