ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„ – ღმერთი იმას როდი ბრძანებს, მოყვასს ტყავი გააძრეო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეკლიანია გზა მეფეთა, საჭიროა მუდამ ფრთხილობდე და ფხიზლობდე, რადგან ძნელია გარჩევა მტერთა და მოყვარეთა…”
* * *
„ – ეჰ, ჩემო შალვა, ვერასოდეს ვერ მიხვდები, საიდან გადაგაცმენ კისერზე ქამანდს!”
* * *
„ – ერთი ზედმეტი ცხვარი ან ტომარა ხორბალი ადამიანს ვერც უკეთესს გახდის და ვერც უფრო ბედნიერს”.
* * *
„ბაზრობაზე საქონელთან ერთად ახალი ამბებიც მოაქვთ. ბაზარზე იცდება ჭკუა, მოხერხებულობა და მამაცობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მომავალს მხოლოდ მიწა ხედავს”.
* * *
„ – ეჰ, შიო, შიო, რომელ ქვეყანაშია, რომ მეფე ხალხს ეკითხებოდეს, ომი გინდა, თუ არაო?”
* * *
„ყველგან მტერია, მტერი, და არსად არც ერთი მეგობარი…”
* * *
„ – რა ვუყოთ, ზოგჯერ მტრის შემოსევასაც სარგებლობა მოაქვს”.
* * *
„ – როცა ღვინოსა ვსვამ, არ მინდა მეფეებზე ლაპარაკით წავახდინო მისი გემო”. – (ავტორი გენია.ჯი)