ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ქალაქში დინოზავრები დადიან”
„მაინც, რა არის მთავარი? რასაკვირველია, სიცოცხლე. შემდეგ? ჯანმრთელობა, ფული, სახელი და მაინც ფული, რომლის გარეშე არაფერი არ არსებობს, არაფერს სიცოცხლე და ხალისი არა აქვს, და მაინც, შეიძლება ამ ფულით ვერასოდეს ის მთავარი ვერ იპოვო, ვერ იშოვნო და საერთოდ, რა არის მთავარი? მხოლოდ სიცოცხლე? მხოლოდ ფული, ჯანმრთელობა, სახელი თუ ყველაფერი ერთად? ყველაფერი ხომ მაინც ნაწილებისაგან შედგება და მაშინ ყველაფერში რა არის მთავარი?..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცოლი გვიან მოიყვანა. ამიტომაა, ბიძია, შოთა ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი”.
* * *
„გიჟები ჩვენსკენაც ბევრია…”
* * *
„ – იმ დალოცვილს, ვიღაცაა, კედელში ოქრო რამ შეანახია. სულხან-საბას არაკის არ იყოს, კედელში გინდა ქვა გქონია და გინდა ოქრო, თუ შენი ურგია და მოუხმარისი…”
* * *
„ – მთავარი ჯანი და გულია, ასაკს რას უყურებ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ფეხით, შე კაი კაცო, იერუსალიმში ჩახვალ, თუ მოინდომებ”.
* * *
„ – ცეკვა კარგია, ბიძია, თუ გეცეკვება, რასაკვირველია”.
* * *
„აპრილი დიდებითა და ზარ-ზეიმით შემოვიდა აიაში. ერთბაშად აყვავილდა ტყემლები. გორები, ეზოები და მთელი გარეუბნები ტყემლის ყვავილებით გადათეთრდა. აიაში ტყემლის ყვავილობა დაიწყო. გვირილებმა გადაფარა წყალწითელას ხეობა. დიდებული ამინდები დადგა.
კოპიტისა და ბროწეულის ახლად შეფოთლილ ტოტებში ჩიტი იკეთებდა ბუდეს. ღობისძირებში, ყორეზე ამოსულიყო ასკილი. ეკლიანი თეთრი ვარდების ძირში მესიკია ჩიტები ფხაკურობდნენ. ჭუპრებიდან იჩეკებოდნენ სხვადასხვა ფერის პეპლები. პეპლები მთელი დღე დაფარფატებდნენ ყვავილებში, ეძებდნენ ცალს, ნაყოფიერდებოდნენ, დებდნენ ჭუპრს და კვდებოდნენ. შემდეგ იჩეკებოდნენ უფრო ფერადი, უფრო მოხატული, სიფრიფანა ფრთებიანი პეპლები. გაზაფხული იდგა ზენიტში და მობრძანებას ზეიმობდა. ადამიანის სულსა და სხეულში იღვრებოდა სითბო, ტყემლების ყვავილების სურნელი, ამოდიოდა ბალახი ყველგან, – დაურიდებლად, ჯიქურ”. – (ავტორი გენია.ჯი)