ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…
„მუდამ ასეა. კაცს როცა გაქვს, არ უფრთხილდები, გესმის? მერე კი შემოგელევა და…” – (ვერელი კოლა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კურორტი – კურორტია. აქ, არც უნდა გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს გამოირკვევა, სწორედ ის წყვილი, თქვენ რომ პირველი დანახვისას ცოლ-ქმრად მიიჩნიეთ, ცოლი და ქმარი სულაც არ ყოფილა”. – (აგარაკზე)
* * *
„უცოლო კაცი იგივეა, რაც უღელში შებმული ცალი ხარი”. – (ვერელი კოლა)
* * *
„ – ომამდე ვეტერინარი ვიყავი. ძროხებს, ცხვრებსა და ღორებს ვმკურნალობდი, ახლა კი ადამიანებს ვხოცავ. აი, ძამიკო, რა არის ომი”. – (სიცილიანი ბიჭი)
* * *
„ადამიანისთვის ყველაზე მთავარი – სიმშვიდეა”. – (ვერელი კოლა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კიდეც რომ გშიოდეს, მაინც ისე უნდა ილაპარაკო, მაძღარი ვარო, ღონიერიც ვარო, კლდესაც მოვგლიჯავო, ქარს დავეწევიო…” – (სიცილიანი ბიჭი)
* * *
„ – თუკი თვე და თვეზე მეტიც ისე გაივლის, რომ ბუკინისტურ (წიგნების) მარაზიაში ძეხორციელი არ შემოიხედავს, – და ეს ხდება ექიმებით, სტუდენტებით, პედაგოგებით, პროფესორებით დასახლებულ უბანში, – იმ ხალხის საქმე წასულია”. – (ვერელი კოლა)
* * *
„ომის ძალიან სერიოზული საქმეა”. – (სიცილიანი ბიჭი)
* * *
„ამ ქვეყანაზე მთავარი – თავმოყვარეობაა”. – (ვერელი კოლა)
* * *
„ეს ცხოვრება მოტყუება ყოფილა”. – (ვერელი კოლა) – (ავტორი გენია.ჯი)